მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსპრეზიდენტის მსჯავრდება პოლიტიკური შინაარსისაა, სასამართლო- მართული -NGO-ების განცხადება

ექსპრეზიდენტის მსჯავრდება პოლიტიკური შინაარსისაა, სასამართლო- მართული -NGO-ების განცხადება

Published on

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ექსპრეზიდენტმიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება.

როგორც NGO-ები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა, ხოლო ხელისუფლება უგულებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას. გარდა ამისა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

“აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან”, – ნათქვამია  განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. აქედან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის დანაშაულობა-უდანაშაულობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

“იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქვეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატიცა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...