მთავარისიახლეებისაზოგადოება"არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი. 40% ზე მეტი ...

“არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი. 40% ზე მეტი ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. ვუერთდები მათ მოთხოვნას” – შემოქმედის მიტროპოლიტი

Published on

შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა. მიტროპოლიტის განცხადებას facebook-ზე შემოქმედის ეპარქია აქვეყნებს.

როგორც მიტროპოლიტი იოსები აღნიშნავს, ხელისუფლებამ მოსახლეობის იმ ნაწილის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

.არ მინდა,რომ კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა. რასაც გაუკეთებ სხვას, იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ.

მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40% და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მართალია, უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50% მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს, პირიქით ღმერთისგან სასჯელს მივიღებთ.

მიტროპოლიტი დასძენს: ,,და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას მკვლელები რატომ არ ისჯებიან? რატომ არ იქნა ეს გამოძიებული? რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევრი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას? თუმცა, მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოდ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ”, – წერს მიტროპოლიტი.

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...