მთავარისიახლეები"არ არის ძველებურად" - გიული ალასანია სააკაშვილს შეხვდა

“არ არის ძველებურად” – გიული ალასანია სააკაშვილს შეხვდა

Published on

გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება. ის შვილს დღეს პირველად შეხვდა 10 დღიანი პატიმრობის შემდეგ, როგორც გიული ალასანია ამბობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კვლევების ჩატარება, ზოგადი მდგომარეობა კი დედის შეფასებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა – რა თქმა უნდა, არ არის ძველებურად – ამბობს გიული ალასანია.

შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კი როგორც გიული ალასანია ამბობს, საუბარი წამოიწყო, თუმცა შვილისგან უარი მიიღო – “ვიცოდი აზრი რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იყო მიღებული ეს თემა და შევცვალე თემა” – თქვა გიული ალასანიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

კითხვაზე უჭირს თუ არა გადაადგილება მესამე პრეზიდენტს გიული ალასანიას თქმით, ის ოთახი, სადაც შვილს შეხვდა, ამის დასკვნის საშუალებას არ იძლევა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად შეხვდა შვილებსაც:

“ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა, შესაბამისად იმ საკითხებზე რომელიც იმათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის” – თქვა გიული ალასანიამ.

სიახლეები

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...