მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი არის მისი ბრძოლა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების მიერ...

,,ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი არის მისი ბრძოლა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების მიერ ქვეყნის ჩამოშლის წინააღმდეგ – თაკო ჩარკვიანი დღეს აქციას მართავს

Published on

ვადამდელი არჩევნებისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სახალხო მოძრაობა დღეს აქციას გამართავს.

აქცია გამაფრთხილებელი იქნება და ის რუსთაველის გამზირზე 5 საათზე დაიწყება.

მოძრაობის ხელმძღვანელი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ აქციები პერმანენტული იქნება და ისინი შეუერთდებიან 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას

“17:00 საათზე რუსთაველზე სახალხო მოძრაობა ვაანონსებთ დიდ მრავალათასიან აქციას. ყველაფერი ეს ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთა ვლადიმერ პუტინს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს და მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ამასთან, ზუსტად იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას“. – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ გუშინ, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართულ აქციაზე დააანონსა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...