მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

Published on

“ბათუმში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა”, – ამის შესახებ განაცხადა დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ.

„პაციენტის მგომარება მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

კარგი ინფორმაცია ისაა, რომ პაციენტი მოიხსნა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს დამოუკიდებლად და შემოდის კონტაქტში, თუმცა დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან დარღვევები, რომლებიც ჰქონდა შემოსვლისას, ყველა აღმოფხვრილი არ არის. სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა. საათში ერთხელ ხდება მონიტორინგი იმ სასიცოცხლო ფუნქციებისა, რომელიც იყო დარღვეული შემოსვლის დროს“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

37 წლის მამაკაცს, რომელმაც ნანგრევებში 11 საათი გაატარა, კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი დაჯეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ქვედა კიდურის, კოჭის არეში მოტეხილობა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...