მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

Published on

 

ამ წუთებში ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ენმ-ს შტაბიდან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მსვლელობით გადაინაცვლებენ. მანამდე კი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს.

ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ზუგდიდში არჩევნებს გაყალბებაშია პასუხისმგებელი.

ამასთან, აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ენმ-ს წევრებმა აქცია მას შემდეგ დააანონსეს, რაც ზუგდიდის მე-11 ოლქში, მოგებული არჩევნები ენმ-ს კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას წაგებულად ჩაუთვალეს. ხმების დათვლის პროცესში ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ბიულეტენები მანამდე უკვე გახსნილი იყო და ის მმართველი გუნდის სასარგებლოდ იყო გადასწორებული.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....