შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ამოიყვანეს და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.
“პირველ რიგში, მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმე სიტუაციაა, 9 ადამიანია გარდაცვლილი. ახლა ვიპოვეთ 25 წუთის წინ ერთი გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ ადგილზე საფრთხე ისევ არის, ვინაიდან, შესაძლოა, კიდევ მოხდეს რაღაცის ჩამოშლა”, — განაცხადა გომელაურმა.