მთავარისიახლეებიპოლიტიკაწითლიძის პასუხი პაპუაშვილს, რომელიც ენმ-ის წარმომადგენელს ბიულეტენის მოპარვაში ადანაშაულებს

წითლიძის პასუხი პაპუაშვილს, რომელიც ენმ-ის წარმომადგენელს ბიულეტენის მოპარვაში ადანაშაულებს

Published on

ზუგდიდში ბიულეტენის მოპარვის შესაძლო ფაქტის შესახებ ილაპარაკა ბრიფინგზე „ქართული ოცნების” საზოგადოებრივმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, ფაქტი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს და ეს ვიდეო თქვენ გადმოგეცემათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ იპარავს ბიულეტინებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების” დეპუტატს გამოეხმაურა მისი კოლეგა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძე.

„ვიდეოს ავრცელებენ სადაც ჩვენი კომისიის წევრი ფურცელზე დაწერილ შედეგებს (სადაც ინიშნავენ ჩვენს და სხვების აღებულ ხმას ჩემები, ჩემგან აქვთ ეგ დავალება რომ ჩვენ ადრევე ვიცოდეთ შედეგები უბანზე რა ხდება) იდებს ჩანთაში და ბიულეტენი მოიპარაო

უმრავლესობაში კომისიებში თვითონ იყვნენ ხალხნო. ჩვენ ერთი წევრი გვყავდა და ჩვენ გვაბრალებენ გაყალბებას და თურმე ეს აღმოაჩინეს არჩევნებიდან ექვსი დღის შემდეგ.

ჩვენი აქტიური კომისიის წევრების ვინც თითო ხმისთვის იბრძოლეს დისკრედიტაციას და შეშინებას ცდილობენ”, – წერს „ფეისბუკის” გვერდზე წითლიძე. მისი ინფორმაციით, #8 საარჩევნო უბანზე ბალანსის პრობლემა არ ყოფილა და არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...