მ წუთებში ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას თბილისში მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გათავისუფლება პარტიის საკითხი არ არის.
მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქმე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ეხება. “ეს არის ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხი” – ამბობს ნიკა მელია
“თითოეული ჩვენგანის რწმენა არის იქ, სადაც გამარჯვებაა. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლება კი არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზეა საუბარი.
ეს არის ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხი და არა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებისა და წევრების საკითხი…
ამ ადამიანმა მართლაც თავი გადადო თავისი რწმენიდან გამომდინარე და თავდადება და თავგანწირვა აჩვენა და რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფოს სიყვარულის გამო”,– თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია მიესალმა ზუგდიდის აქციას მიერთებული სხვა ოპოზიციური პარტიების წარ,ომადგენლებს
,,ერთიანობაც შედგება, ნუ გეწყინებათ ჩემო მეგობრებო, როცა ჩვენ აქციას ვასახელებთ და რომელიღაც პოლიტიკური პარტია შეიძლება არ მოვიდეს. ეს მათი არჩევანია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა უნდა აპროტესტებდეს, თუმცა ვიცი, რომ ყველა სოლიდარულია. აქ ახლა ამ წუთას რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციაა, ლელო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, ევროპული საქართველო, ბუნებრივია. ყველას მადლობას ვუხდი” – განაცხადა მან.