მათ სურთ არ დაუშვან ჩემი საჯაროდ გამოსვლა არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩემი პარტიის შედეგები თანაბარია ივანიშვილის პარტიის შედეგებთან.

0
233

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მიუხედავად უკვე 9-დღიანი პატიმრობისა, მისი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დანიშნულა, მოსამართლე კი სხდომის ჩატარებას კიდევ რამოდენიმე კვირის განმავლობაში არ აპირებს.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე მას საჯაროდ გამოსვლის საშუალება არ ჰქონდეს.

„1 ოქტომბერს დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს.

დაპატიმრება ემყარებოდა ორ განაჩენს, რომელსაც მსოფლიოში არავინ ცნობს და აგრეთვე დაკავების ორდერს ორ განსახილველ საქმეზე.

საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე საქმის საფუძველზე ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს.

9 დღეა არ ჩაუნიშნავთ სასამართლო სხდომა და ჩემს ადვოკატს მოსამართლემ ახლახანს განუცხადა, რომ სასამართლო მოსმენა არ იქნება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ეს არის აშკარა მცდელობა, რომ არ დაუშვან ჩემი საჯაროდ გამოსვლა არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე, სადაც თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩემი პარტიის შედეგები თანაბარია ივანიშვილის პარტიის შედეგებთან.

ვიმედოვნებ, რომ თქვენ თვალს მიღმა არ აღმოჩნდება ეს არაკანონიერი ტყვეობის საქმე“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

წინა სტატიადღეს, 20:00 საათზე ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან ენმ-ს მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
შემდეგი სტატიაბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საქმეზე 3 ადამიანია დაკავებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური