მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური შურისძიების განხორციელებისთვის იყენებს"-ადვოკატების ბრიფინგი

ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური შურისძიების განხორციელებისთვის იყენებს”-ადვოკატების ბრიფინგი

Published on

“მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა”, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანცულაიას თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური შურისძიების განხორციელებისთვის იყენებს, ამის დასტურად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ მოჰყავს, სადაც მან თქვა, რომ „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

„მიხეილ სააკაშვილს, პროკურატურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია იყოს მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით“, – განაცხადა ფანცულაიამ.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

ფანცულაია, ადვოკატთა ასოციაციის სხვა წევრებთან ერთად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, სამართლიანი სასამართლოს სრული რეალიზება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

ფანცულაიას განმარტებით, აღნიშნული განცხადების ავტორებს შორის ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არ არიან.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...