მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგა გრიგოლია: მილიონ ბოდიშს გიხდით - ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე...

ინგა გრიგოლია: მილიონ ბოდიშს გიხდით – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე.

Published on

ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებას ბოდიშს უხდის ტელევიზიის ეთერში გასული კადრებისთვის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ უსვამს კითხვებს ტვ პირველის ერთ-ერთი ჟურნალისტი კაცს, რომლის ოჯახის წევრები ნანგრევებში მოყვნენ.

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო ან ჩავწერო, მისი ნებართვის გარეშე. ეს იმ რეაქციის პასუხად, რაც ტვ პირველის ჟურნალისტის სინქრონს მოყვა…იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას.

მთავარმა პროდიუსერმა განმარტა, რომ შვილმკვდარ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი.

ვიდარდე მთავარი პროდიუსერის ნაცვლადაც, რომელიც ორი დღეა, უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით და ცრემლიანი აშუქებდა ბათუმის ტრაგედიას და ისიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ისე ვწუხვარ..ისე..

მე არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე…ძალიან მძიმე საყურებელი იყო ,მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო,მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,!! ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა (მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)… მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ პირველის თანამშრომელი. ბოდიში!”. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....