მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი წერეთელი მავნებლურს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას მოლაპარაკებისთვის მიიღოს ფორმატი სადაც...

გიგი წერეთელი მავნებლურს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებას მოლაპარაკებისთვის მიიღოს ფორმატი სადაც დომინანტი რუსეთი იქნება

Published on

საქართველოს ის ფორმატები არ აქვს ეფექტურად ჯერ კიდევ გამოყენებული, სადაც რუსეთთან ერთად არიან ჩვენი დასავლური პარტნიორები, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო და იმ ფორმატში, სადაც ვიცით, რომ რუსეთი იქნება დომინანტი, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა, მე ვფიქრობ, მავნებლური მოსაზრებაა – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

გიგი წერეთელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მავნებლური მოსაზრება უწოდა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დასავლური კურსის სრულიად საპირისპიროა.

„სრულიად გაუგებარია თუ რას ემსახურება ეს განცხადება, 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, საქართველოს ის ფორმატები არ აქვს ეფექტურად ჯერ კიდევ გამოყენებული, სადაც რუსეთთან ერთად არიან ჩვენი დასავლური პარტნიორები, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო და იმ ფორმატში, სადაც ვიცით, რომ რუსეთი იქნება დომინანტი, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა. მე ვფიქრობ, მავნებლური მოსაზრებაა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დასავლური კურსის სრულიად საპირისპირო განცხადებაა, თუ რომელიმე ქვეყანასთან გვჭირდება ურთიერთობა – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმაგი ფორმატები არსებობს, პლუს ამას, გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორმატი, თუ სადმე გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა ამ ფორმატების გაძლიერებაზე, უნდა ვიფიქროთ, ვიდრე მივიღოთ ისეთ ფორმატში მონაწილეობა, სადაც რუსეთი იქნება წამყვანი ქვეყანა,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა რთული იქნება, რადგან დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. „იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...