ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: არალეგალური თვალთვალი დიპლომატიური ურთიერთობების უხეში დარღვევაა

0
223

 

საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა იმედგაცრუება და უკმაყოფილება ესტონეთის საელჩოს სატელეფონო ზარების მოსმენის გამო – ამის შესახებ გამოცემა Postimees წერს.

”არალეგალური თვალთვალი არის 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების უხეში დარღვევა, ის აკარგინებს ნდობას პარტნიორ ქვეყნებს შორის და ძირს უთხრის ნორმალურ დიპლომატიურ მუშაობას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება და გაარკვიოს ინციდენტის გარემოებები,” – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა Postimees-ს.

 

წინა სტატიანანგრევებში ამ დროისთვის ოთხი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი
შემდეგი სტატიამიხელ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, მას ქართული სასამართლო ვერ აწევს – გიორგი მარგველაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური