ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველო-საბერძნეთის მატჩს მაყურებელი არ დაესწრება

0
258

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამავე საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შეხვედრას მაყურებლის 33% უნდა დასწრებოდა რეგულაციების დაცვით.

“მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები”, – ნათქვამია განცხადებაში.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ფაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 ბავშვია.

11 დღე საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

წინა სტატიახელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური შურისძიების განხორციელებისთვის იყენებს”-ადვოკატების ბრიფინგი
შემდეგი სტატიაბათუმში ბინის მესაკუთრემ სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის გაერთიანებაზე განაცხადი 4 ოქტომბერს შეიტანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური