ბათუმში ბინის მესაკუთრემ სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის გაერთიანებაზე განაცხადი 4 ოქტომბერს შეიტანა

0
194

ბათუმში, ბინის მესაკუთრემ სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის გაერთიანებაზე განაცხადი 4 ოქტომბერს შეიტანა, საჯარო რეესტრმა კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, 8 ოქტომბრის 18:33 საათზე მიიღო.- ამბობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ თორთლაძე.

აღნიშნული წარმოება აბსოლუტურად არანაირ კავშირშია სამშენებლო სამუშაოებთან, საჯარო რეესტრი არ არის ორგანო, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას, ასევე, წარმოდგენილ განაცხადში არ ყოფილა სამშენებლო ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული. პირველ ეტაპზე დახარვეზდა საკადასტრო ნახაზის არარსებობა, რომელიც გახდა საფუძველი წარმოების შეჩერების.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული, ბიზნესმენი ზაურ ბუდატოვია. ის აღნიშნულ კორპუსში ბინას ფლობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბუდატოვმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე სარემონტო სამუშაოებისთვის 2 პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

დღეს გაირკვა, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების საკითხით გამოძიებაც დაინტერესდა.ასე რომ, კორპუსის ჩამონგრევა კავშირში არ არის მშენებლობის წელთან, რაზეც მიანიშნებდა ხელისუფლება და კერძოდ გომელაურის უწყება, როცა ამბობდა, რომ დაშენება სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა

წინა სტატიაბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველო-საბერძნეთის მატჩს მაყურებელი არ დაესწრება
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური