,,დიდი მადლობა ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე ვგრძნობ ჩემი შვილის მიმართ და იმ სამართლიანი ბრძოლის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენ დღეს მდუმარე აქცია გვაქვს, თავს დაგვატყდა მორიგი ტრაგედია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ სხვა ქალაქებში განმეორდეს, უჭირს სახელმწიფოს […]
დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს, მას უნდა აღდგეს აქ სამართლიანობა, რომ აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები არ დაისჯებიან განსხვავებული აზრისთვის, განსხვავებული აზრი ხომ ძალიან დიდი მონაპოვარია. ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომელშიც ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და დღეს ამ ადამიანებს არ ეცხოვრებათ ამ სახელმწიფოში – ყველა გაქცევაზეა. ჩემი შვილი იმისთვის შიმშილობს, რომ ეს ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად თავისი განსხვავებულობისა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, იყოს ბედნიერი ამ თავის პატარა ლამაზ ქვეყანაში. მე გისურვებთ, რომ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ.”