მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე

შსს: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრაზ მკვლელობის საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრეც.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულებმა ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა დაგეგმეს, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 15 სექტემბერს, ეს პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნიკა კვარაცხელიას და “ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა”. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

“ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვლები. დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის – გ.კ.-ის ვინაობა […] დადგენილ იქნა დანაშაულის ჩამდენი – უშუალოდ მსროლელი პირის – ა.ჭ.-ის ვინაობაც.

გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რამდენიმე ათეული ჩანაწერი და მოხდა მათი დეტალური დათვალიერება. გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. […] დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს.

შსს-ში განმარტავენ, რომ დადგენილია იმ პირების ვინაობა, ვისთანაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ და ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ.

სასამართლომ 2000 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-ს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა 20 სექტემბერს  შეუფარდა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...