მთავარისიახლეებისაზოგადოებაშს მინისტრი გომელაური: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად საყრდენი კედლის გამოცლა განიხილება

შს მინისტრი გომელაური: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად საყრდენი კედლის გამოცლა განიხილება

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა. მედიასთან საუბარში იგი ამბობს, რომ არსებული ინფორმაციით, ახლა ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში 10-15 ადამიანია მოყოლილი. თუმცა შეიძლება ეს რიცხვი უფრო მეტი ან ნაკლები იყოს. დეტალებზე მან  ახალი ვერაფერი თქვა.

“რაც მოხდა, ყველამ ნახეთ, გააშუქეთ, მთელმა საქართველომ ნახა. მძიმე სიტუაციაა ნამდვილად… დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით, კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და გვესაუბრება ტელეფონით, თუმცა ვერ გვიხსნიან სად არიან…

100 და 200 ადამიანი მუშაობს, ერთმანეთს ცვლიან… სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის, შეიძლება რამე მოხდეს – ძალიან მაღალ, პროფესიონალურ დონეზე მუშაობენ… ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, შეიძლება ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის”, – თქვა გომელაურმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...