,,როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ისეთი ცნობადი ფიგურა ხდება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ეს კიდევ უფრო ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის პრობლემაზე” -გიგა ბოკერია

0
226

,, როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ისეთი ცნობადი ფიგურა ხდება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ეს კიდევ უფრო ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის პრობლემაზე”  .  –  აცხადებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე  გიგა ბოკერია.

როგორც იგი  აცხადებს, „აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც  კეთდება მოწოდებები, რომ სამართლიან სასამართლო უნდა გვქონდეს“. მაგრამ , სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს.

“პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, საქართველოს ყველა მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით.

ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისთვის, როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა, როგორიც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე და ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა გვქონდეს. აქვე ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს და ამიტომ, კიდევ უფრო მწვავე რეაქცია იყო ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც ღია და უტიფარი დადასტურებაა, რომ, ზოგადად, პოლიტიკური დაკვეთით ხდება ჩვენთან მართლმსაჯულება, როდესაც ეს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს ეხება“, – განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

წინა სტატიაბადრი ჯაფარიძე: ,,ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ვილაპარაკე არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე და ჩვენი საჩივრების სრულ იგნორზე ცესკო-ს მხრიდან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის წერილი საპატიმროდან – ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური