,,ნიკა ძვირფასო, ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ იცი, რომ სანახევროდ არასდროს, არაფერს ვაკეთებ. შენი მიშა” – პასუხი მამას

0
362

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამამისს, ნიკოლოზ სააკაშვილს ციხიდან პასუხობს და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

როგორც სააკაშვილის მიმართვაში წერია, შიმშილობა არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც მას შერჩა. წერილი ჟურნალისტებთან ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

“ნიკა ძვირფასო – შენ ბავშვობიდან არა მხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა, ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ იცი, რომ სანახევროდ არასდროს, არაფერს ვაკეთებ. შენი მიშა”, – წერია სააკაშვილის მიმართვაში.

დღეს მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელდა და მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ.

მიშა!!!! მოგმართავ,როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას,რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას,მხოლოდ ავნებს.

შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა.
შემდგომი ენერგიული,შენებური,დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა.ეხლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება.

იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია , მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის.მიიღე გადაწყვეტილება.მალე შეხვედრამდე”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მერვე დღეა შიმშილობს  ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.

 

წინა სტატიაიაპონიაში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: სამეგრელოს ჰაერი ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური