მიხეილ სააკაშვილთან შესვლას მკურნალი ექიმი ითხოვს

0
389

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.

პროფესორის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის წინაშე იდგეს.

“ძალიან მინდა ვნახო მიშა, ჩვენი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობას მე ვაკვირდები დაახლოებით 2003-2004 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი მისი ორგანიზმი, როგორც მკურნალმა ექიმმა. ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ. ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, გავაკეთოთ ანალიზები და ამის მიხედვით გავერკვეთ რა სიტუაციაა. თუ უკვე მძიმე სიტუაციაა, აუცილებლად შევთავაზებ პრეზიდენტს, რომ გავუკეთოთ გადასხმები”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დღესვე შეძლოს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის უკვე მე-8 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილთან გუშინ პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა და მას ილია მეორის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა.

წინა სტატიაშსს: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე
შემდეგი სტატიაშს მინისტრი გომელაური: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად საყრდენი კედლის გამოცლა განიხილება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური