მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: სამეგრელოს ჰაერი ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს...

მიხეილ სააკაშვილი: სამეგრელოს ჰაერი ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან საჯაროდ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდელებს მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა ანზორ მელიას, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, მანუჩარ ფიფიასა და ზუგდიდელებს. “ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონისა არის – სამეგრელო. ის უკანონობა, რომლსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და რასაც აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ!

მე მქონდა შესაძლებლობა, წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის შეუცდომლად, შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიასა და ჩვენს კანდიდატს, ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს – ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში ის, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო, ასევე ზუსტად ვიცი, ეს აღარ გამეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...