მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მსგავსი განცხადება მისი დაუყოვნებლივ გადადგომით დასრულდებოდა''

,,ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მსგავსი განცხადება მისი დაუყოვნებლივ გადადგომით დასრულდებოდა”

Published on

ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ეხმაურებიან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილი “წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ” .

,,ეს განაცხადი აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია და მსგავს განცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოყვებოდა.

ჩვენ ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული სამართლის სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკანასკნელი საჯარო მუქარა სააკაშვილის მიმართ დამატებითი მუხლების წარდგენაზე, თუ ის “კარგად არ მოიქცევა”. ეს აჩვენებს, რომ საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ არის ფაქტობრივად პოლიტიკური, რაც სავალალო და შეუსაბამოა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას კვლავ არ შეუძლია დაძლიოს ცდუნება მართლმსაჯულების პოლიტიზების, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მსგავსი განცხადება მისი დაუყოვნებლივ გადადგომით დასრულდებოდა. პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის მიერ პერსონალური შეტევები ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ვარდების რევოლუციის მიღწევების მიმართ არის უბრალოდ გულისამრევი. განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც დაფუძნებულია ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე, ვერავინ დაინახავს მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების მსგავს ქცევას”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...