მთავარისიახლეებიპოლიტიკაარანაირი საოლქო კომისია არ არსებობს, არის "ქართული ოცნების" დანაყოფი - ანა წითლიძე

არანაირი საოლქო კომისია არ არსებობს, არის “ქართული ოცნების” დანაყოფი – ანა წითლიძე

Published on

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ენმ-ის კანდიდატმა მანუჩარ ფიფიამ, რომელმაც 2 ოქტომბრის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს ორი ხმით აჯობა, ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე 2 ოქტომბრის შემაჯამებელ ოქმში იყო აღნიშნული: ხელახლა გადათვლის შედეგად, ამ ოლქში გამარჯვება “ოცნების” კანდიდატმა გოგოხიამ მოიპოვა, რომელსაც გადათვლის შემდეგ 12 ხმა დაემატა და საბოლოო ჯამში, ენმ-ის კანდიდატზე 10 ხმით მეტი მიიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე არსებული სტატუს-ქვო ზუგდიდის საკრებულოში შეიცვალა, მაგრამ მანდატების უმრავლესობას ჯერ კიდევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფლობს: 45 მანდატიდან, დღეის მონაცემებით, ენმ-ს 22, ხოლო “ქართულ ოცნებას” 19 აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიას აქვს მოპოვებული, ხოლო კიდევ ერთი მანდატის ბედი მეორე ტურში გადაწყდება და მას ან ენმ, ან “ოცნება” მოიპოვებს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...