მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისია დღეს დიდ გამოცდას გადის" - ანა წითლიძე

“ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისია დღეს დიდ გამოცდას გადის” – ანა წითლიძე

Published on

რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა, ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა ანა წითლიძემ ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, ღირსეულად დამარცხება ისწავლოს.

მისი თქმით, თუ საოლქო-საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” საჩივარს დააკმაყოფილებს და ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში მიცემულ ხმებს ხელახლა გადათვლის, მას მოუწევს ენმ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაც, სადაც ოპოზიციური პარტია ზუგდიდის ყველა ოლქის ხმებისა და მე-4 ოლქის ხმების გადათვლას ითხოვს.

“დღეს საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის, უპირველესად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე”, – განაცხადა ანა წითლიძემ და დაამატა, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო დამკვირვებლებს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” საჩივრის განხილვა საოლქო-საარჩევნო კომისიაში 21:00 საათზეა დაგეგმილი.

“დღეს საოლქო-საარჩევნო კომისიამ ჩანიშნა მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, “ქართული ოცნების” მოთხოვნით. ეს არის ოლქი, სადაც ჩვენ ყველა დონეზე გამარჯვებული ვართ, ხოლო ჩვენსა და “ოცნების” მაჟორიტარებს შორის ხმების სხვაობა სულ ორია, ჩვენს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მოთხოვნას არანაირი მტკიცება არ ახლდა, რატომ უნდა გადაითვალოს ეს ოლქი. ამავე დროს, ჩვენ შევიტანეთ საჩივარი, სადაც ვითხოვთ ზუგდიდის ოლქის ყველა უბნის ხმების ხელახლა გადათვლას.

ასევე, შევიტანეთ საჩივარი მე-4 ოლქის ხმების გადათვლის მოთხოვნით, სადაც მაჟორიტარული არჩევნები წავაგეთ სულ რაღაც 4 ხმით და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლა შეცვლის სურათს ჩვენს სასარგებლოდ.

თუ დღეს საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის საერთაშიროსო დამკვირვებლების წინაშეც: თუ ის დააკმაყოფილებს “ოცნების” საჩივარს, მას არ ექნება არგუმენტი, უარი გვითხრას ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, როგორც მაჟორიტარულ, ასევე მერობის კანდიდატთა ნაწილში.

მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას” ზუგდიდში: როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობამ, თქვენ უკვე წააგეთ არჩევნები ზუგდიდში და როგორც არ უნდა ეცადოთ ახლა, წააგებთ მეორე ტურსაც. ღირსეულად წაგებაც, ვფიქრობ, არის ის, რაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ”, – განაცხადა ბრიფინგზე ენმ-ის ადგილობრივმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...