მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს

ზუგდიდის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ენმ დამოუკიდებლად დააკომპლექტებს

Published on

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემების მიხედვით, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ზუგდიდის საკრებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთია, სადაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ სჭირდება რომელიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან ალიანსი, რათა უმრავლესობა დააკომპლექტოს.

ზუგდიდის საკრებულოს 45 წევრიდან 30 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15 – პროპორციულით ირჩევა. ამ დროისთვის ენმ-ს 23 მანდატი აქვს, “ქართული ოცნებას” – 18, ხოლო “საქართველოსთვის” – 3. კიდევ ერთი მანდატის ბედი ერთერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადაწყდება, სადაც “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის კანდიდატებმა პირველ ტურში ვერ გადალახეს 40%-იანი ბარიერი, თუმცა, ეს მანდატი ვერ წყვეტს უმრავლესობის ბედს.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილ ხუთ უბანში ჩატარდა ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, რის შემდეგაც მმართველ პარტიას ხმები დააკლდა, ენმ-ს კი – მოემატა. საოლქო კომისიაში დღემდე განუხილველია პარტია “საქართველოსთვის” და “ქართული ოცნების” საჩივარი, სადაც ისინი რამდენიმე ათეული უბნის ხელახლა გადათვლას ითხოვენ. პასუხად ენმ-მ 108-ვე უბნის ხელახლა გადათვლა მოითხოვა.

ენმ-ის პროპორციული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თემურ ბასილაია “ოდიშინიუსთან” საუბარში ამბობს, რომ თუ ენმ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, დიდი ჭშანსია, მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ პირველივე ტურში დაამარცხოს “ოცნების” კანდიდატი მამუკა წოწერია. საჩივრის განხილვის ბოლო ვადა 7 ოქტომბერია და თემურ ბასილაია ვარაუდობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია სამივე პარტიას უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რათა მეორე ტურის გამართვის არსებული სტატუს-კვო მაინც შეინარჩუნოს.

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...