ზუგდიდის ერთ უბანზე, ხმების გადათვლის შემდეგ, ანზორ მელიას 4 ხმა დაემატა

0
606

საიას მიერ გასაჩივრებულ ზუგდიდის ერთერთ უბანზე ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ ენმ-ის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას ოთხი ხმა დაემატა.

ეს ხმები ანზორ მელიამ ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხარჯზე მიიღო: აღმოჩნდა, რომ გაბათილებული 26 ბიულეტენიდან ოთხში ამომრჩევლის ნება მკვეთრად იყო გამოხატული და გაბათილებას არ ექვემდებარებოდა. ამრიგად, ზუგდიდის მე-12 უბანზე (დეკაბრისტების ქუჩა) 26-ის ნაცვლად ბათილად სცნეს 22 ბიულეტენი, ხოლო ოთხი ბიულეტენი, სადაც ამომრჩეველს ანზორ მელიას საარჩევნო ნომერი ჰქონდა შემოხაზული, ენმ-ის მერობის კანდიდატის მიღებულ ხმებს დაემატა. ანზორ მელიას ამ უბანზე 296 ხმა ჰქონდა მიღებული, ხელახლა გადათვლის შემდეგ კი 300 ხმა მიიღო.

წინა სტატიაყველა ჭორი, რომელსაც სუსი ავრცელებს, დასაიგნორებელია – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაარანაირი საოლქო კომისია არ არსებობს, არის “ქართული ოცნების” დანაყოფი – ანა წითლიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური