“ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას” – უახლოეს დღეებში ენმ თბილისში ხალხმრავალ აქციას აანონსებს

0
557

რამდენიმე დღეში თბილისში ხალხმრავალი აქცია ჩატარდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, – სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ სამოქმედო გეგმები გაასაჯაროვა.

გეგმის მიხედვით, რუსთავის ციხესთან აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება, ასევე დაგეგმილია აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. რაც შეხება თბილისს, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღეში დედაქალაქში გაიმართება ხალხმრავალი აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

“ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას, აქციები იქნება ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო თბილისში ხალხმრავალი აქცია რამდენიმე დღეში გაიმართება”, – ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

წინა სტატია“მეორე ტური მჰნიშვნელოვანია”; “მხარდაჭერას ვუცხადებ ნიკა მელიას” – მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილები
შემდეგი სტატია,,ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე ”- მიხეილ სააკაშვილის წერილი საპატიმროდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური