მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილები პირბადის გარეშე გაადგილდებოდნენ და გამვლელმა იცნო

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილები პირბადის გარეშე გაადგილდებოდნენ და გამვლელმა იცნო

Published on

15 სექტემბერს მომხდარი ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობის შემსრულებლები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, წყნეთში, პირბადის გარეშე გადაადგილებისას, გამვლელმა იცნო და მათი ადგილსამყოფელი პოლიციას შეატყობინა – ცნობილი ხდება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა დაკავების დეტალები.

როგორც ირკვევა, ძებნილებს საქართველო არ დაუტოვებიათ და წყნეთში იმალებოდნენ. სწორედ წყნეთში ჩატარდა საპოლიციო სპეცოპერაცია, რის შემდეგაც ისინი აიყვანეს. როგორც “მთავარი არხი” იტყობინება, ერთერთმა ბრალდებულმა გაქცევა მოახერხა, თუმცა მალევე წყნეთში, წერეთლის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში აიყვანეს, სადაც თავს აფარებდა. დაკავებულები ჯერ წყნეთის პოლიციაში, შემდეგ კი სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს თბილისში, ვერაზე, ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას 22 წლის შვილი, ნიკო კვარაცხელია მოკლეს. მას ქილერმა რამდენიმე ტყვია ესროლა და მიიმალა. როგორც ირკვევა, ნიკო კვარაცხელიას უთვალთვალებდნენ. მას მაშინ ესროლეს, როცა საკუთარ მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა.

მოგვიანებით გავრცელდა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ასახულია მკვლელობის მომენტი. ერთერთი ვერსიით, მკვლელობა კრიმინალური ავტორიტეტების – ძმები კაკულიების ოჯახის მიერ დაგეგმილი ვენდეტა იყო, რომლებმაც გია კვარაცხელიაზე იძიეს შური, თუმცა, ცნობილია, რომ ტავად ნიკო კვარაცხელია არანაირ კავშირში არ ყოფილა არც მამის გარემოცვასთან და არც კრიმინალურ გარჩევებთან.

 

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...