“მთავარი 9 საათზე” მიხეილ სააკაშვილის გასაგონად – ციხესთან დინამიკების დამონტაჟებას გეგმავენ

0
313

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის მე-12 ციხესთან მძლავრი ხმის გამაძლიერებლების დამონტაჟებას გეგმავენ, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველ საღამოს “მთავარი 9 საათზე” მოასმენინონ. ამ იდეის შესახებ “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთერთი ლიდერი ნიკა ნარსია “ფეისბუქზე” წერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც 1 ოქტომბერს დააკავეს და მე-7 დღეა, შიმშილობს, ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, ტელევიზორი შეიძინოს. ადვოკატების თქმით, ამის მიზეზად ციხის ადმინისტრაცია საწყობში ტელევიზორის არქონას ასახელებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 ციხის 320-ე საკანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ციხესთან გამართული აქციების დროს გამომსვლელთა სიტყვების გარჩევა შესაძლებელია – ეს თავად მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, როცა მის მხარდამჭერებს მისწერა, რომ საკანში მათი ხმა ესმის.

ის, რომ საკანში მხარდამჭერთა ხმები ისმის, ნიკა მელიამაც დაადასტურა, რომელიც დაპატიმრების შემდეგ სწორედ იმ საკანში იჯდა, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

წინა სტატიაCOVID-19-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ოქტომბრის სტატისტიკა
შემდეგი სტატიაერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური