მოკითხვა, დალოცვა და თხოვნა, შეწყვიტოს შიმშილობა – პატრიარქის გზავნილი მესამე პრეზიდენტს

0
485

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს არაქრისტიანული ქმედებაა.

პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილი ასევე დალოცა და მოიკითხა. პატრიარქის გზავნილი მიხეილ სააკაშვილს საპატრიარქოს პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა გადასცა.

ციხეში შესვლამდე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს.

მამა მიქაელ ბოტკოველის რუსთავის მე-12 ციხესთან მისვლის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

“დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

წინა სტატიაგიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა – “ჩემზე არ იდარდოთ, მიშაა მისახედი…”
შემდეგი სტატიაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური