მთავარისიახლეებიპოლიტიკამიქაელ ბოტკოველმა მესამე პრეზიდენტს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა, სახარება კი არ...

მიქაელ ბოტკოველმა მესამე პრეზიდენტს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა, სახარება კი არ შეატანინეს

Published on

მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელიც რუსთავის მე-12 ციხეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით იმყოფებოდა, მესამე პრეზიდენტს პატრიარქის დალოცვა, მოკითხვა და თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თ^უმცა, მიხეილ სააკაშვილმა ამ თხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა.

მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილს არა საკანში, არამედ ნეიტრალურ ზონაში შეხვდა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს გადასცა პატრიარქის მოსაკითხი: ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი. მას ასევე სურდა, მიხეილ სააკაშვილისთვის სახარება გადაეცა, მაგრამ ის ზონაში არ სეატანინეს, რადგან ლითონით იყო მოპირკეთებული.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...