გიული ალასანია, სანდრა რულოვსი და შვილები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ

0
585

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ მისი დედა, გიული ალასანია, შვილები და ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობის შესახებაც ლაპარაკობს.

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და, შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არმიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, – განაცხადა გელხაურმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

წინა სტატიაეუთოს მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა – კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატია“ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისია დღეს დიდ გამოცდას გადის” – ანა წითლიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური