გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა – “ჩემზე არ იდარდოთ, მიშაა მისახედი…”

0
341

ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს ფოთის მერის პოსტზე, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გიგი უგულავა “ფეისბუქზე” წერს, რომ გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

“დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში”, – წერს ის.

ცესკოს მონაცემებით, ფოთში მმართველი პარტიის ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ხმების 46.86% მიიღო, გიგი უგულავამ კი ხმების 38.09%.

წინა სტატიაერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა
შემდეგი სტატიამოკითხვა, დალოცვა და თხოვნა, შეწყვიტოს შიმშილობა – პატრიარქის გზავნილი მესამე პრეზიდენტს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური