ენმ-ში დღეს საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა. სხდომაზე დაისახება სამომავლო გეგმები იმ ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც საქართველოში დადგა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა და დააკავეს.
პოლიტსაბჭოზე, სავარაუდოდ, განიხილება და დაიგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, ასევე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.