COVID-19-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ოქტომბრის სტატისტიკა

0
379

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 828 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 711 ადამიანი.

დღიური დადებითობა 7%-ია, ბოლო 7 დღის – 5.61% , ბოლო 14 დღის კი – 5.63%.

შეგახსენებთ, ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა.

 

წინა სტატია“გაათავისუფლე მიშა!” – აქცია ბათუმში
შემდეგი სტატია“მთავარი 9 საათზე” მიხეილ სააკაშვილის გასაგონად – ციხესთან დინამიკების დამონტაჟებას გეგმავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური