60 წლის ლოთარ მათეუსი მეხუთე ცოლს, 33 წლის რუს მოდელს, ანასტასია კლიმკოს გაეყარა

0
587

ლეგენდარული გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსის “ანგარიშზე” მეხუთე განქორწინებაა. გერმანიის ნაკრების, “ინტერისა” და “ბავარიის” ყოფილი მოთამაშე ამჯერად 33 წლის რუს მოდელს ანასტასია კლიმკოს გაშორდა. აღსანიშნავია, რომ ამ წელს წყვილს ვაჟი – მილან მათეუსი შეეძინა. წინა ქორწინებებიდან მათეუსს სამი შვილი ჰყავს: ალისა (35 წლის), ვიოლა (33 წლის) და ვაჟი ლორისი (29 წლის).

“ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი ინტერესები ძალიან დაშორდა ერთმანეთს და განქორწინება გადავწყვიტეთ. დანარჩენი – დეტალებია, რაც არავის ეხება.

შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩვენ არ გვქონია ჩხუბი, სკანდალები და ღალატი. შევთანხმდით, რომ ამაზე არასდროს არ ვიტყვით მეტს, ვიდრე ახლა ვამბობთ”, – განაცხადა ლოთარ მათეუსმა.

წინა სტატიასაქართველოში გავიზარდე, იქ ასეთი აღქმა გვაქვს, ყველას შავი აცვია – დემნა გვასალია
შემდეგი სტატია“გაათავისუფლე მიშა!” – აქცია ბათუმში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური