მთავარისიახლეები2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ​აბდულრაზაკ გურნას გადაეცა

2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ​აბდულრაზაკ გურნას გადაეცა

Published on

ნობელის პრემია 2021 ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს – აბდულრაზაკ გურნას გადაეცა. ის პირველი ფერადკანინი აფრიკელი ავტორია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა1986 წელს ვულე სოიინკას შემდეგ:

“მისი უკომპრომისობისა და თანაგრძნობისთვის კოლონიალიზმის შედეგებზე, განსხვავებულ კულტურებსა და კონტინენტებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედზე”, – წერია ნობელის პრემიის ვებგვერდზე.

73 წლის მწერალი 10 რომანის ავტორია, მათ შორის “სამოთხე” რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა და იმ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ტანზანიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა. წიგნმა ბუკერის პრემია მოიპოვა, რაც ავტორისთვის, როგორც რომანისტისთვის დიდი წარმატება იყო.

“აბდულრაზაკ გურნას ერთგულება სიმართლისადმი და მისი ზიზღი გამარტივებისადმი გასაოცარია”, – ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

მწერალი ზანზიბარში 1948 წელს დაიბადა, მაგრამ პატარა ასაკში ინგლისში ემიგრაციაში გადავიდა. ლტოლვილად წასვლა მას არაბული წარმოშობის მოქალაქეების დევნის გამო მოუწია. ის ინგლისურისა და პოსტკოლონიალური ლიტერატურის პროფესორად მუშაობდა უნივერსიტეტში, პენსიაზე გასვლამდე.

ზანზიბარში კი მხოლოდ 1984 წელს დაბრუნდა, რათა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მამა ენახა. ცხოვრება კი ინგლისში გააგრძელა. მწერლის მშობლიური ენა სუაჰილია, თუმცა ის ინგლისურად წერს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...