ვადამდელი არჩევნები უფრო მალე იქნება, ვიდრე ოპოზიცია ამას გეგმავდა – ნიკა გვარამია

0
458

მთავარი არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კონკრეტულად კი, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს და სხვა დეტალებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ პირველი ტურის შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება, ხოლო მმართველი პარტია მეორე ტურს ბევრგან წააგებს და საქართველოს დიდ ქალაქებში საკრებულოების უმრავლესობას დაკარგავს. ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმაზე ადრე ჩატარდება, ვიდრე ამას ოპოზიცია გეგმავდა.

ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსის შეწყვეტაზე:
✅მიზეზი ცხადია – ვერ შეძლოს სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, ამიტომ არ უნდა ქონდეს პარლამენტის წევრის სტატუსი (შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს, თვეებია არ უწყვეტენ უფლებამოსილებას).
✅დაშინებისთვის: დაანახეს, რომ ბევრს თუ იფართხალებს, იმუნიტეტი აღარ აქვს და ეს უნდა ახსოვდეს.
✅მორალური ასპექტი: ქოცდეპუტატებმა 2ჯერ შეუწყვიტეს იმუნიტეტი და ორჯერ თანხმობა მისცეს მელიას პატიმრობაზე.
✅ცინიკურად: ეგრე გააგრძელეთ. რაც უარესი, მით უკეთესი. ჭაობში რაც მეტს ფართხალებ, მით უფრო განწირული ხარ.
✅ანალიტიკურად: რეჟიმი ჩამოინგრა. საერთაშორისო შეფასებებისთვის ერთი თვალის გადავლებითაც ცხადია, რომ პირველივე ტურის შედეგებს ლეგიტიმაცია არ ექნება. წააგებენ მეორე ტურების უმრავლესობას. დაკარგავენ ყველა მსხვილი ქალაქის საკრებულოს.
✅პერსპექტიულად: პოლიტიკური კრიზისი – საერთაშორისო და შიდაპოლიტიკურ ჭრილში. ოცნების დროშა დაეშვება. ვადამდელი არჩევნები უფრო მალე იქნება, ვიდრე ოპოზიცია ამას გეგმავდა.
✅დასკვნისთვის: მელია გამარჯვებული დაიდებს ბინას მერიის მეოცე სართულზე. არ ვიცი ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, რუსთავის და თელავის მერიების სართულიანობა, მაგრამ იქაც ვიცი ვინ დაიდებს ბინას – ოპოზიციის შესაბამისი კანდიდატები
✅უმნიშვნელოვანესი: სააკაშვილი გამოვა გამარჯვებული, და შეიძენს კიდევ უფრო დიდ მასშტაბს საერთაშორისო, რეგიონალურ და შიდა პოლიტიკურ ჭრილში.
✅დამშვიდობებისთვის: ნახვამდის, ქართულო ოცნებავ. – წერს ნიკა გვარამია.

წინა სტატიარას წერდა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე, 2020 წელს გარდაცვლილი მისი მოძღვარი
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით მოიპოვა – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური