რას წერდა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე, 2020 წელს გარდაცვლილი მისი მოძღვარი

0
408

მამა მიქაელ ასათიანი, სოხუმელი სასულიერო პირი, რომელიც ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი თბილისში იღვწოდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე (გარდაიცვალა 2020 წელს) მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებას ეხმაურებოდა. მის პოზიციას “ფეისბუქზე” მეგი გოცირიძე იხსენებს:

“ვინც გაბედავს და მიშას დაპატიმრებას შეეცდება, უბეში გავარვარებულ ნაღვერდლებს ჩაიყრის, რომლისგანაც ისე დაიფერფლება, რომ ნაცრის გარდა არაფერი დარჩება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე მოხდება. მიშა საქართველოს ეროვნული გმირია.

მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ საქართველოსი, კავკასიელ ხალხთა ოთხსაუკუნოვანი რუსული მონობისაგან განთავისუფლების მისიაც აკისრია, რის გამოც მას ვერც ერთი ციხე ვერ გამოკეტავს და დამიჯერეთ, რომ ეს ასეა”, – წერდა მამა მიქაელი.

წინა სტატიაენმ-ის ცენტრალური ოფისის კედელზე ბანერი “თავისუფლება მიშას!” გააკრეს
შემდეგი სტატიავადამდელი არჩევნები უფრო მალე იქნება, ვიდრე ოპოზიცია ამას გეგმავდა – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური