მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილმა განცხადებაში "მხუთავი აირი" "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა

ღარიბაშვილმა განცხადებაში “მხუთავი აირი” “ცრემლსადენი გაზით” ჩაანაცვლა

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის განცხადებაში ნახსენები “მხუთავი აირი” ჩაანაცვლა. რედაქტირების შემდეგ მის განცხადებაში “ცრემლსადენი გაზი” იკითხება.

ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაპირველად, “მხუთავი აირი” მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა შესაძლო გამოსვლის დაშლის კონტექსტში ახსენა:

“მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს”, – ეწერა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების თავდაპირველ ვერსიაში.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...