ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე… – სანდრა რულოვსი

0
510

ელიზაბეტ სანდრა რულოვსი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მხარს უჭერს მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს ჰაშთეგით “თავისუფლებამიშას”.

ამავე განცხადებაში სანდრა რულოვსი პირადი ცხოვრების საკითხსაც ეხება, კონკრეტულად, წერს, რომ ამით ბევრი მისი მეგობარი და თანამებრძოლი ინტერესდება.

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”, – წერს პირველი ლედი სტატუსში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინის რადის დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად ახალი ოჯახი შექმნა, თავად უკრაინელმა დეპუტატმა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩასვლისა და მისი დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.

ლიზა იასკო საქართველოშიც იმყოფებოდა და ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია – სანდრა რულოვსი
შემდეგი სტატიაახლა გაქვთ მომენტი, ისევ გოლიათებად იქცეთ – მაია ნადირაძე სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური