მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის მერობის კანდიდატი "ოცნებიდან" - "დამიდასტურდა კოვიდი"

ბათუმის მერობის კანდიდატი “ოცნებიდან” – “დამიდასტურდა კოვიდი”

Published on

ბათუმის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” არჩილ ჩიქოვანი წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

მან ფეისბუქზე დაწერა, რომ ამის გამო საარჩევნო კამპანიის გაგრძელება დისტანციურ რეჟიმში მოუწევს.

“სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

ორი დღეა, ვარ თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან ერთად.

მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის” – წერს ჩიქივანი.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არჩილ ჩიქოვანმა 41.08% მიიღო, ენმ-ის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ კი – 41.97%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...