“არ ველაპარაკები “ქართულ ოცნებას”, მივმართავ ივანიშვილს…” – ნიკა გვარამია

0
551

რუსთავის მე-12 ციხესთან, მედიასთან კომენტარის დროს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებებს უპასუხოს. მისი თქმით, პირადად ბიძშინა ივანიშვილს მიმართავს.

ნიკა გვარამიამ 30 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნების მეორე ტურს “ვადამდელი არჩევნები” უწოდა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, აღარ არსებობს:

“მე არ ველაპარაკები ქართულ ოცნებას, მე მივმართავ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რადგან გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შეუძლია და მხოლოდ მას შერჩენია საღი აზრი: არავითარი ილუზია არ შეიქმნას არავინ, რომ იქნება ძალადობრივი სცენარი და ვინმეს რამეს დააბრალებს ხელისუფლება, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს – მეორე ტური არის არა რეფერენდუმი, არამედ ვადამდელი არჩევნები, ამ ვადამდელ არჩევნებს წააგებს ეს ხელისუფლება და ამ წლის ბოლოს უკვე გვეყოლება ახალი ხელისუფლება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინა სტატიაიმდენს ლაპარაკობენ შარდზე, მგონი გასაგებია, რაც მოუვიდათ – ნიკა გვარამია “ქართულ ოცნებაზე”
შემდეგი სტატიაღარიბაშვილმა განცხადებაში “მხუთავი აირი” “ცრემლსადენი გაზით” ჩაანაცვლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური