მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს ვერ...

“ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს ვერ დარჩება” – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ გაჩნდა. მისი თქმით, სახელდება რამდენიმე ვერსია, მაგრამ მათგან არასწორად მიიჩნევს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა, რათა ციხეში ჩამჯდარიყო.

პრემიერმინისტრი წერს ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა.

“მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამავე განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილი ჭორების სახით გავრცელებულ ვერსიებსაც იშველიებს, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულების შესახებ.

“ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.

ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობას “კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარულ ადამიანთა ჯგუფად” მოიხსენიებს და წერს, რომ ენმ ხელისუფლებაში გადატრიალების შედეგად მოვიდა:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით მოიპოვა – ღარიბაშვილი

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისეთივე “წარმატებით” დაგეგმა გადატრიალება, როგორი “წარმატებითაც” ქვეყანას მართავდა.

გადატრიალება ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ ქვეყანას მართავდა – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...