ახლა გაქვთ მომენტი, ისევ გოლიათებად იქცეთ – მაია ნადირაძე სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებს

0
690

თქვენს შვილს, ძმას, მამამ ან თუნდაც, მეგობარს, რომელმაც გაწყენინათ და მერე განსაცდელში ჩავარდა, ნიშნს მოუგებდით და უფსკრულთან მდგარს ხელს კრავდით, მიატოვებდით? – ამ შეკითხვას უსვამს პარლამენტის ყოფილი წევრი მაია ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებს და შემდეგ წერს:

“2008 წლიდან გაკვირდებით და ისე პატარავდებით, გაქრობას არაფერი გიკლიათ, ჰოდა, ძმებო, ახლა გაქვთ მომენტი, როცა შეგიძლიათ, ისევ გოლიათებად იქცეთ”.

ამ სტატუსით მაია ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, მის დაკავებას, მესამე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ შიმშილობასა და ამ ყველაფერზე ყოფილი თანამებრძოლების რეაქციას ეხმიანება.

“შეკითხვა მაქვს სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებთან – ყველასთან, ვინც მონაწილეობდით ქართული სახელმწიფოს შექმნაში და ახლაც აქტიურად პოლიტიკოსობთ.
თქვენმა შვილმა, ძმამ, მამამ ან თუნდაც მეგობარმა, რომელმაც გაწყენინათ (არ დაგიჯერათ, შეეშალა, გადაუხვია… რომელიც გინდა აარჩიეთ) და მერე განსაცდელში ჩავარდა, ნიშნს მოუგებთ, მიაფურთხებთ, უფსკრულის პირას მდგომს ხელს კრავთ?
აი, მართლა მაინტერესებს, რას იზამდით?
გადაახტებოდით თქვენ ეგოს, დაძაბავდით ნებისყოფას და გაიხსენებდით, როგორები იყავით ამ ცოტა ხნის წინათ, რა შეგეძლოთ და რას აკეთებდით; თუ რაღაც ტყლარჭი, უაზრო ბაასით ინგა გრიგოლიებთან უკვე გაქუცულ ეგოს გაანოყიერებდით?
თუ ტვინს ძალას დაატანთ, ძალიან აშკარად შეიგრძნობთ, რომ ამ თქვენი “უბირი შვილის” გაწირვას გადააყოლებთ საკუთარ ღირსებას და საკუთარ ადგილსაც სამყაროში (და სამშობლოსაც).
მე ვისაც მივმართავ, იმდენად მაინც მიცნობენ, რომ მიშას უპირობო “ერთგულებაში” ან კერპომანიაში არ ვარ შემჩნეული.
თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ…
გაკვირდებით 2008-იდან და ისე პატარავდებით, გაქრობას არაფერი გიკლიათ.
ჰოდა, ძმებო, ახლა გაქვთ მომენტი გოლიათებად იქცეთ ისევ.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ 2004 წელია, თქვენი მეხსიერებიდან ამოშალეთ ყველა დაპირისპირება, რაც ერთმანეთის და მიშას მიმართ გქონდათ და საქმეს მიხედეთ.
გრეჩიხას ყოფილი ამომრჩევლის იმედად ნუ დატოვებთ ნურც თქვენს და ნურც ქვეყნის ღირსებას.
მე ჩემი გითხარით. არავითარი ინტერესი და მონაწილეობის რესურსი არა მაქვს ამ ყველაფერში, მაგრამ თუ მეხსიერების პრობლემა გითრგუნავთ საღ აზრს (ან ძველს ვერ იხსენებთ, ან ახალს ვერ ივიწყებთ), დამიძახეთ – “მათრახით” მოვალ და გაგახსენებთ, როგორები იყავით.
დავიჯერო, ტაკიმასხარებთან თანაარსებობა გირჩევნიათ და არ გინდათ, რომ კიდევ ერთხელ ამოათრიოთ ეს ქვეყანა ჭაობიდან?”, – კითხულობს მაია ნადირაძე.

წინა სტატიაბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე… – სანდრა რულოვსი
შემდეგი სტატიაუმძიმესი ინფორმაცია მაქვს: ჩაფიქრებულია მიხეილ სააკაშვილის განადგურება – თაკო ჩარკვიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური