26 წლის ილიაუნის მთავარი სპეციალისტი, რომელიც ლეიკემიას სამი წელი ებრძოდა, გარდაიცვალა

0
429
26 წლის ასაკში მძიმე სენისგან გარდაიცვალა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლუკა ალიბეგაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ებრძოდა მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას და მისგან გამოწვეულ პროცესებს.
ლუკა განსაკუთრებული ადამიანი იყო თავისი ცხოვრებით და ამ ხვედრმა კიდევ უფრო მეტად გამოარჩია.
მისთვის არა მხოლოდ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, არამედ სრულიად უცხო ადამიანები გააერთიანა და უზარმაზარი სიკეთის სამყარო შექმნა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წერს, რომ იზიარებს ამ დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს დღეებში თანადგომას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა მის გულშემატკივარს.
წინა სტატიაბათუმის მერობის კანდიდატი “ოცნებიდან” – “დამიდასტურდა კოვიდი”
შემდეგი სტატია“ალბათ, გარდაცვლილი ხართ…” – კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს, რომელიც სიაში არ იყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური