მთავარისიახლეებიმსოფლიოცენტრალურ აფრიკაში სამი დაქირავებული რუსი სამხედრო ინსტრუქტორი მოკლეს

ცენტრალურ აფრიკაში სამი დაქირავებული რუსი სამხედრო ინსტრუქტორი მოკლეს

Published on

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუდანი და სამხრეთი სუდანი, სამხრეთიდან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კონგოს რესპუბლიკა, დასავლეთიდან – კამერუნი, ჩრდილოეთიდან ჩადი), ბამბერე-ქადეის პრეფექტურაში “ვაგნერის ჯგუფის” სამი დაქირავებული რუსი სამხედრო ინსტრუქტორი მოკლეს.

ჯავშანტრანსპორტიორი, სადაც სამი რუსი ინსტრუქტორი იმყოფებოდა, ალყაში დაჯგუფება “ცვლილებებისთვის მებრძოლთა კოალიციამ” მოაქცია და ცეცხლი გაუხსნა. რუსი კერძო ინსტრუქტორების დაღუპვა დაადასტურეს პრეფექტურის თანამშრომლებმა.

სროლა და დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა მანამ, სანამ ჰაერში რუსული ავიამხარდაჭერა გამოჩნდა. ავიადარტყმების შედეგად ბრძოლის ველზე ხუთი ცხედარი დარჩა, საიდანაც ორი მეამბოხეებისაა. “კოალიციის” დანარჩენი წევრები გაიფანტნენ.

“ამერიკის ხმა”.

სიახლეები

კოალიციამ “ცვლილებისთვის” ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა

კოალიციამ "ცვლილებისთვის" ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა - ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ...

უკრაინის რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესლმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას ფრაქცია Голос-ის დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკა ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. სვირიდენკოს...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...