მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთხელ უკვე დამადეს უკრაინაში" - როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი ბინაში (ვიდეო)

“ერთხელ უკვე დამადეს [ბორკილები] უკრაინაში” – როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი ბინაში (ვიდეო)

Published on

ინტერნეტში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები თბილისში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში, სადაც ის მარტო იმყოფებოდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაგიდასთან იჯდა, სადაც სახელდახელო სუფრა იყო გაშლილი. ვიდეოში ისმის დიალოგიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს შორის გაიმართა.

“წესია უბრალოდ”, – ამ სიტყვებით იწყება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ადებენ ბორკილებს სააკაშვილს სამართალდამცავები.

“უკრაინაშიც ერთხელ უკვე დამადეს”, – პასუხობს სააკაშვილი.

პოლიციელი: წამობრძანდით

სააკაშვილი: წყალი შეიძლება დავლიო?

პოლიციელი: დალიეთ. “კურტკა” არ გქონდათ არაფერი? იქ ხომ იყო რაღაც?

მიხეილ სააკაშვილი: ჩანთაში დევს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და ბათუმში გადაღებული ორი ვიდეო გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რომ გავრცელებული ვიდეო დიპფეიკია და რომ მიხეილ სააკაშვილი, სინამდვილეში, უკრაინის ერთერთ კურორტზე იმყოფება. მოგვიანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. როგორც გაირკვა, მესამე პრეზიდენტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილს სოხუმელი ელგუჯა ცომაია მასპინძლობდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში საკუთარი ბინა დაუთმო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ ბინაში დააკავეს, თუმცა, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სააკაშვილმა თავად ატვირთა ვიდეო, სადაც მისი დაკავება იწინასწარმეტყველა. დაკავებისას ბინაში მიხეილ სააკაშვილი მარტო იმყოფებოდა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. დააკავეს ასევე ბინის მფლობელი ელგუჯა ცომაია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას (ძებნილი პირის შეფარება) ედავებიან. ასევე დაკავებული არიან მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები, რომლებმაც, ბრალდების მხარის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში ჩაიყვანეს.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...